ჩინურმა სოციალურმა ქსელმა TikTok აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო. ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-ზე ლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარმა, ზვიად აძინბაიამ გაავრცელა.
ტელეფონში უკვე ჩამოტვირთული აპლიკაციის შემთხვევაში კი საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ჩამონათვლიდან აპლიკაციის განახლებისას გაქრება.
TikTok-ზე დაფიქსირებული ხარვეზის შესახებ 13 მაისს გახდა ცნობილი, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობდა.
კომენტარები