“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
ფედერალისტები დილიდან რუსთაველზე ვტრიალებთ (მე ვერ ჯერ, სამუშაო მაქვს) და აქციას ვაფორმებთ.
საღამოსაც პირველ სკოლასთან ვიქნებით.კითხვები გაჩნდა სად უნდა ჩატარებულიყო აქცია და კომენტარებში კი ვუპასუხე, მაგრამ პოსტი არ მიმიძღვნია.მე ვერანაირად ვერ მოვახვევ თავს მოსაზრებას მთელ აქციას.ვიცი რომ არ გამოვხატავ ყველას ინტერესებს და არც ყველას ხმა ვარ.ასევე ძალიან, ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც პროვოკაციას უფრთხიან – სიფრთხილე ზოგადად კარგია და რომც არ გაიზიარო, ორჯერ გაფიქრებს სულ მცირე.მაგრამ კონტრაქციები, ბავშვების ინსტრუმენტალიზაცია, ჭორები “ორ გვამზე” და ასე შემდეგ რეჟიმის მხრიდან, დანახარჯების შემცირების მცდელობაა.ამ გზით მათ აქციის მონაწილეების დაქსაქვსა უნდათ.ცხადია, თუ აზრი ორად იყოფა – დაქსაქსვას ვერ აიცილებ, ხელოვნურად ვერაფერს შეაწებებ, მე ამის არ მჯერა.მაგრამ შედეგებით შეგიძლია გაზომო აქციის ტემპერატურა.და ასევე ის, სადამდე შეიძლება ეს აქცია მივიდეს – რა არის ამ აქციის ლიმიტი.მე ღრმად მჯერა, რომ დღესაც უნდა გაკეთდეს ის რასაც აქამდე ვაკეთებდით – შევიკრიბოთ რუსთაველზე, ვიყოთ ხაზგასმით მშვიდობიანი და არ შევუშალოთ ხელი რეჟიმის ღონისძიებას.ხოდა აი დღეს რამდენი ვიქნებით რუსთაველზე ტრადიციულ დროს, ანუ საღამოს, ეს იქნება აქციის ტემპერატურის მაჩვენებელი.ცხადია ამით არაფერი შეიცვლება – რაც გასაკეთებელია, უნდა გაკეთდეს.უბრალოდ დღეს ხალხის რაოდენობა მიმახვედრებს, სად ვართ და რამდენი გვაქვს დარჩენილი.მივესალმები ვაკის ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომ დაგეგმილი მსვლელობა არ შედგება – რაც სწორია, ვიძახი რომ სწორია. მოტივები არ მაინტერესებს.
კომენტარები