კიმ ჩენ ინმა სამხედრო მეთაურებთან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილა.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში ის საჯაროდ პირველად გამოჩნდა.
კიმ ჩენ ინის ფოტოები და 23 მაისით დათარიღებული ბრძანებები ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა.
15 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, გამოტოვა ე.წ. მზის დღე – ბაბუამისის, კიმ ირ სენის დაბადების დღის იუბილე, რომელიც ჩრდილოეთ კორეის კალენდარში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა.
რამდენიმე დღეში, CNN-მაინფორმაცია გაავრცელა, რომ დიქტატორი ავადაა და მან ოპერაცია გადაიტანა, რომელიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიასთან. რეაბილატაციის პერიოდი კი, ძალიან რთულად გადააქვს.
კომენტარები