The New York Times-ის ახალი ნომრის პირველ გვერდზე სტატიებისა და ფოტოების ნაცვლად კორონავირუსით გარდაცვლილი 1000 ამერიკელის სახელი გამოქვეყნდა.
„ეს არიან ადამიანები, რომლებიც პანდემიამ იმსხვერპლა. 1000 სიმბოლური რიცხვია, ვინაიდან ძალიან მალე გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 100 ათასს მიაღწევს, 1000 კი მხოლოდ ერთი პროცენტია.
მინდა, რომ ასი წლის შემდეგ ადამიანებმა გაზეთის ეს ნომერი აიღონ ხელში და მიხვდნენ, რა რთულ ვითარებაში ვიმყოფებით ჩვენ ახლა“, – აცხადებს გამოცემის ერთ-ერთი რედაქტორი, მარკ ლეისი.
კომენტარები