ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ზვიად გამსახურდიამ და მისმა მთავრობამ ჩემს ოჯახს რომ რეპრესიები მოუწყო და ჩემი გამზრდელი პაპის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეიწირა მთელი ცხოვრება მემახსოვრება. დევნისა და რეპრესიების მიზეზი კი იცით რა იყო? – დედაჩემი ჟიული შარტავას ნდობით აღჭურვილი პირი იყო, რომელიც მაშინდელ პარლამენტში რუსთავიდან კენჭს იყრიდა.
საკუთარი თვალით მაქვს ნანახი რუსთავის პრეფექტურის მიერ შედგენილი იმ ხალხის დასახვრეტთა სია, ვინც ზვიადის მომხრეები არ იყვნენ. ამ სიაში მთელი ჩემი ოჯახი იყო, მათ შორის ჩვენც – ბავშვები. ის სიტყვებიც დღემდე ძალიან კარგად მახსოვს მაშინდელმა პროკურორმა რომ უთხრა სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებულ ჩემი ოჯახის წევრს: “შარტავას მხარდაჭერას არ გპატიობენ, ისე ყველამ ვიცით, რომ 100 % მართალი ხარო”!
არც ის დამავიწყდება, პარლამენტის შენობაში აკაკი ასათიანის შესახვედრად დედა და მე რომ მივედით რა ცინიკური და თავხედური პასუხით გამოგვიშვა! ბევრი საზარელი რამ გადახდა მაშინ ჩემს ოჯახს ….. ისტორიამ ზვიადიც შეაფსა, ჯაბაც, სიგუაც, კიტოვანიც და ყველას თავისი განვლილი ცხოვრების შესაბამისად პასუხიც გასცა! ახლა ვუყურებ ზვიადისტების ყიჟინას სიგუას გარდაცვალებაზე და კიდევ ერთხელ ძალიან შემეშინდა!
“როცა პირველად მოსდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარეშემო-კი ყოველს სიხარულის ღიმილი მოსდის; ჰქმენ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგდიოდეს.” – ეს ილია ჭავჭავაძის სიტყვებია და ამ წუთებში მხოლოს ეს მახსენდება გარდაცვლილებზეც და მათი სიკვდილით გახარებულებზეც!!!”
კომენტარები