უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და საქართველოს მიმართ აზერბაიჯანის არამეგობრულ დამოკიდებულებებზე წერს:
„ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ მცირერიცხოვან ქართველ მართლმადიდებლებს მოქმედი სალოცავიც კი არ გააჩნიათ და უმეტესწილად საკუთარი ქრისტიანული აღმსარებლობის დაფარვაც უწევთ დისკრიმინაციის გამო, ხოლო სრულიად მიტოვებული ძველი ქართული ეკლესია-მონასტრები ინგრევა. მათ შორისაა ქალაქ ზაქათალის ცენტრალურ პარკში მდებარე ჯვარგუმბათოვანი ტაძარიც, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ტაძარს არ გააჩნია შესასვლელი კარი. ინგრევა ეკლესიის გუმბათი, ჩამოდის წყალი და კედლები აჭრელებულია წარწერებით. იქ ზოგჯერ ადგილობრივი მოზარდებიც იკრიბებიან და წმინდა სალოცავი ანტისანიტარიის ბუდეთაა გადაქცეული. სწორედ ამაზეა ნათქვამი “უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო”…
კომენტარები