“ქართული ოცნების” წარმომადგენელი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს 2024 წლის გაზაფხულის აქციებიდან და წერს, რომ სოციალურ ქსელში სწორედ ამ ფოტოს აზიარებენ მოქალაქეები, თითქოსდა, ის გუშინდელი აქციის ფოტო იყოს.
“გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, მწვანე ხეებში მდგომ დემონსტრანტებს და ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა, ზემოდან visioner-ს დაათვლევინეს 200 000 ვიყავითო იმ ადამიანებს როგორ უნდა ავუხსნათ, რომ ევროპის გზიდან არ გადაგვიხვევია, წარმოუდგენლად მიმაჩნია”, – წერს ნინო წილოსანი.
საპასუხოდ მოქალაქეებმა გუშინდელი აქციის ფოტო და ვიდეო კადრები ატვირთეს წილოსანის პოსტის კომენტარებში:
როგორ გგონიათ, გაზაფხულის შემდეგ, ეს ხალხი თქვენი მხარდამჭერი გახდა?
ძალიან ცუდი ინფორმაცია მაქვს თქვენთვის, ეს ხალხიც თქვენს წინააღმდეგ იყო.
ამას ვინ აზიარებს ყველამ კარგად იცის და ის რაც გუშინ ხდებოდა რუსთაველზე ისიც გაზაფხული იყო.
ძალიან კარგად იცით რამდენი ხალხი გამოდის ყოველდღიურად – წერენ კომენტარებში.
კომენტარები