ძლიერი საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
სატვირთო მანქანა გაიტაცეს რუსთაველზე ასაწყობი სცენით და დინამიკებით.
წარმოუდგენელი ისტერიკა აქვთ ქოცებს.
დღეს ბევრნი უნდა ვიყოთ
აქციის მონაწილეებს, საკანონმდებლო ორგანოს წინ სცენის დადგმა სურდათ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ეუბნებოდნენ, რომ რუსთაველზე დღეს ისეთი სცენა უნდა დაიდგას, რომელიც საავტომობილო მოძრაობას ხელს არ შეუშლის.
აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სცენა პირველი სკოლის წინ დაემონატეჟებინათ, თუმცა ნებართვა ჯერჯერობით არც ამაზე არსებობს.
კომენტარები