ნიკოლოზ ბასილაშვილმა 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო უკვე გადაიხადა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.
მსოფლიოს 27-ე ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. როგორც მისი ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, სპორტსმენი დანაშაულს არ აღიარებს.
On.ge
კომენტარები