გუშინ თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი მოკლეს. დაჭრილია მოკლულის მამა და მეზობელი.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.
AMBEBI.GE -ის ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა 26 წლის მიშო ქავთარაძეა. ცნობილი ხდება, რომ მას რამდენიმე ახალგაზრდა ჯგუფურად დაესხა თავს. ჩხუბი კი მკვლელობით დასრულდა.
საშინელება მოხდა, დედას ერთადერთი შვილი მოუკლეს, უგულოებმა უმოწყალოებმა. მიშოს მამაც დაჭრილია, ძალიან ძალიან მძიმედაა. ჩემი მიშო ისეთი ბავშვი იყო თითით საჩვენებელი. მიშო ადგილზე დაიღუპა. შემდეგ როგორც ჩანს, მამამისს ბესოს მიადგნენ და დაჭრეს” – ჰყვება AMBEBI.GE – თან მოკლულის ახლობელი.
კომენტარები