ფოთში ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს ელისო ჯანაშიას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრ, სოციალურ საწარმო, ლიმენაში მოხდა.
ელისო ჯანაშიას თქმით, მას თავს უცნობი ქალები დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ის მომხდარს მის სამოქალაქო პოზიციას, საპროტესტო აქციების ორგანიზებას და სხვა აქტივობებს უკავშირებს.
ელისო ჯანაშია თავფამსხმელების ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
,,რამდენიმე ხნის წინ ლიმენაში მოგვივარდა ორი ქოცი ქალი და მე პირადად ფიზიკურად გამისწორდა, ახალგაზრდები ლანძღა, გარყნილები გვეძახა.
გამოვიძახეთ პოლიცია”
კომენტარები