უკვე მოიფიქრე, როგორ გაატარო ახალი წლის დღეები? თუ გსურს, ამჯერად განსხვავებულ, არატრადიციულ გარემოში შეხვდე შობის დღესასწაულს, საზღვარგარეთ მოგზაურობა ამისთვის შესანიშნავი გზაა. სეზონის მოახლოებასთან ერთად ტურისტული ოპერატორები სხვადასხვა მომხიბვლელი შეთავაზებით გვანებივრებენ. ასე რომ, ისღა დაგრჩენია, ბარგი ჩაალაგო და მოემზადო ზღაპრული საახალწლო თავგადასავლებისთვის. მანამდე კი შეგიძლია ჩვენს რჩევებს გადახედო. გაეცანი რეკომენდაციებს, როგორ უნდა მოემზადო დაუვიწყარი საშობაო მოგზაურობისთვის, რა დეტალები უნდა გაითვალისწინო, რათა თავიდან აირიდო უსიამოვნო სიურპრიზები.
იპოვე ადგილი ზღაპრული საახალწლო თავგადასავლებისთვის
პირველ რიგში, შევარჩიოთ ადგილი, სადაც ნამდვილად იგრძნობ სადღესასწაულო განწყობას. ამისთვის, ალბათ დარაბებს მიღმა თოვლი, ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლი, მოციმციმე ნაძვის ხე და ფერადი საახალწლო დეკორაციები დაგჭირდება. სად დაგხვდება ასეთი გარემო, თუ არა ალპებში ან ლაპლანდიაში. მართლაც, ავსტრია, გერმანია, ფინეთი და იტალია საახალწლოდ ყველაზე პოპულარული ლოკაციებია. აქ არაერთი აქტივობით შეძლებ დაკავდე. შეგიძლია, თხილამურებით ისრიალო, ციგურებზე დადგე, სნოუბორდზე ცადო ბედი, ან სულაც სასტუმროდან დატკბე ულამაზესი ხედებით. ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ცოტა ხნით რეალობას მოწყდე და ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლო.
რისი დაგეგმვა შეგიძლია წინასწარ
სანამ დანიშნულების ადგილას ჩახვალ, რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე მოგიწევს ზრუნვა. პირველ რიგში, შეადგინე სამოგზაურო ბიუჯეტი — წინასწარ განსაზღვრე, რაში და რამდენის დახარჯვას აპირებ, რათა გაუთვალისწინებელი ხარჯები თავიდან აირიდო. მოიძიე ინფორმაცია სასტუმროებზე. გაითვალისწინე, საახალწლო პერიოდი ყველაზე დატვირთულია, ამიტომ, რაც უფრო ადრე დაჯავშნი ოთახს, მით უკეთესი. ასევე, თვალი გადაავლე იმ აქტივობების ჩამონათვალს, რითაც შეგიძლია დაკავდე ამ დღეების განმავლობაში. ჩამოწერე შენს ლოკაციასთან ახლოს არსებული ღირსშესანიშნაობების სია, რომელსაც გინდა, რომ ესტუმრო. ჩემოდანიც შესაბამისად ჩაალაგე. დღეების მიხედვით დაგეგმე, რა ტანსაცმელს ჩაიცვამ, რომ კომფორტულად იგრძნო თავი, ზედმეტი ბარგი არ დაგიგროვდეს და ყოველდღიურად დრო დაზოგო იმაზე ფიქრში, რას ჩაიცვამ ან სად წახვალ.
როგორ შევინარჩუნოთ მოგზაურობისას მუდმივი კავშირი
დღესდღეობით ჩვენი ყოველდღიურობა ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში MB-ები ბევრ რამეში შეიძლება დაგჭირდეს – საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის, შთაბეჭდილებების სოციალურ ქსელში გასაზიარებლად, ახალ ამბებს რომ თვალ-ყური ადევნო, უცხო ქუჩებში ნავიგაციისთვის და სხვა. განსაკუთრებით, დღესასწაულების დროს, რათა ახლობლებისთვის მილოცვა და აღმაფრთოვანებელი წუთების მათთან ერთად გაზიარება შეძლო. ამიტომ, წინასწარ აირჩიე შენთვის სასურველი ინტერნეტ პაკეტი და შეინარჩუნე უწყვეტი კავშირი მთელი მოგზაურობის განმავლობაში.
აუცილებლად გასათვალისწინებელი დეტალები
მოგზაურობისას თავი რომ უსაფრთხოდ იგრძნო, აუცილებლად შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა. წინასწარ გაეცანი ადგილობრივ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს. ეს დაგეხმარება, თავი უცხოდ არ იგრძნო და განსხვავებული კულტურა არ შეურაცხყო. აუცილებლად აღბეჭდე შენი თავგადასავალი ფოტო და ვიდეო კადრებად, რათა წლების შემდეგაც გაიხსენო, როგორ გაატარე ამ წლის ზამთრის დასვენების დღეები. სამახსოვროდ შეგიძლია სუვენირებიც წამოიღო თან, რომელიც ამ ადგილს მოგაგონებს.
შეჯამება
შობა ბევრისთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. წელიწადის ამ დროს, მთელი სამყარო ჩერდება და ზეიმობს. თუ გსურს, ეს ლამაზი დღეები ჯადოსნურ გარემოში გაატარო და ცოტა ხნით რეალობას მოწყდე, მოგზაურობა ამის საუკეთესო საშუალებაა. იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები დღესასწაულების ზღაპრულად გატარებაში დაგეხმარება.
(R)
კომენტარები