ბუნდესტაგის წევრი, ბეატრიქს ფონ შტორჰი, თბილისში ოპოზიციის აქციაზე მყოფი მიხაელ როთის ვიდეოს აქვეყნებს და ილონ მასკს მიმართავს. როგორც ფონ შტორჰი აღნიშნავს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, როთი, ხალხს მოუწოდებს, რომ გერმანიის არჩევნებში ვითომდა ჩარევის გამო, ილონ მასკი შეიძულონ, ეს კი იმ ფონზე, როდესაც მიხაელ როთი თავად ცდილობდა საქართველოში არჩევნებში ჩარეულიყო.
“ეს არის გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ის საჯაროდ მოუწოდებს ხალხს, რომ სძულდეთ, გერმანიის არჩევნებში ვითომდა “ჩარევის” გამო და ღიად აცხადებს, რომ “ეზიზღებით”. ეს ყველაფერი მაშინ, როცა თავად საქართველოში საჯაროდ ცდილობდა მათ არჩევნებში ჩარევას”, – წერს ბეატრიქს ფონ შტორჰი X-ზე.
რამდენიმე დღის წინ, ილონ მასკმა დაწერა, რომ გერმანიის გადარჩენა მხოლოდ პარტიას “ალტერნატივა გერმანიისთვის”(AfD) შეუძლია, რასაც გერმანელი პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა და შეფასდა როგორც გერმანიის შიდა საქმეებში ჩარევა. კრიტიკოსთა შორის იყო მიხაელ როთიც.
კომენტარები