დინამო არენაში მდებარე “ასპრია ფიტნესში” 100-მდე ნიღბიანი შეიჭრა. ინფორმაციას “TV პირველი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ისინი გიორგი შინჯიკაშვილის მოადგილეს, გიორგი უბილავას ეძებენ.
ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებსაც. ცნობილი ხდება, რომ მათ შენობაში ყველაფერი დაამტვრიეს.
ასპრია მომხდარს მედიასთან უარჰყოფს. დაცვის სამსახური კი აცხადებს რომ ყველა სათვალთვალო კამერა, რაც აქვთ, უკვე თვეზე მეტია გაფუჭდა.
კომენტარები