სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე:
„ისევ დაუწყიათ შობის გადმოტანაზე კამპანია.
ერთი წერდა, ათეისტი ვარო, მაგრამ შობა 24 დეკემბერს უნდა იყოსო. თუ ათეისტი ხარ, ვინ გეკითხება შობა როდის იქნება?
საეკლესიო დღესასწაულები მორწუნეებისთვისაა და არა ათეისტებისთვის.
თქვენთვის შობა უბრალოდ დასვენების დღეა და რა მნიშვნელობა აქვს, როდის იქნება?
არ დავიწყებ იმის განხილვას, რომელი კალენდარია სწორი. რა ვიცი, ნათლისღებაც, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლაც ამ კალენდრითაა. ყველაფერი შევცვალოთ, თუ მხოლოდ შობა?
გგონიათ მართლა ადარდებთ შობა როდის იქნება? უბრალოდ ეს თემაც ეკლესიაზე შეტევის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. თუ ოდესმე ძალაუფლება მოიხელეთეს, შობასაც შეცვლიან და დევნასაც მოაწყობენ.
ხან უტევენ ეკლესიას, არჩევნების წინ წვლიან რიყორიკას, ყველა ეკლესიური ხდება, სანთლებს ანთებენ, მერე ახალი ტალღა იწყება…“
კომენტარები