სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:
„ოპოზიციამ კვლავ მოახერხა ჩემი გაოცება:
– კრიტიკულ მომენტში, როდესაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მოელის საზოგადოება, გონივრულ, შედეგზე ორიენტირებულ სვლებს, ოპოზიციამ პრეზიდენტს შესთავაზა არ დატოვოს პრეზიდენტის სასახლე. ანუ, ამ პროცესში მეტი ვერაფერი მნიშვნელოვანი შესათავაზებელი არა აქვს. ანუ, თუ შენობას არ დატოვებს და იქ ჯიკაობა, ცემმა-ტყეპაში გაიმარჯვებს გვეშველება? ეგ არის პოლიტიკური სვლა? გააზრებული გაქვთ შემდეგი ნაბიჯი? მომზადებულია ასეთი ნაბიჯი?
მთავარი შეკითხვა, ვის იმედად თავაზობს ოპოზიცია პრეზიდენტს სასახლეში დარჩენას? ეჭვი მაქვს, რომ აქციაში მონაწილე ხალხის იმედად, მაგრამ მაშინ რა შუაშია ოპოზიცია? რატომ სთავაზობს ერთ პირს, სარისკო ნაბიჯს, რომელშიც, ამ პირის დახმარება მხოლოდ სხვას, მესამე პირს შეუძლია? ანუ, ოპოზიცია მატროსოვს თავაზობს ტანკს შეუვარდეს ყუმბარების შეკვრით და პირდება ხანგრძლივ ტაშს, რომელიც შეიძლება ოვაციაშიც კი გადაიზარდოს.
დასკვნის სახით: ბატონო ოპოზიციავ, შემოგვთავაზეთ მხოლოდ ის, რისი ორგანიზებაც და უზრუნველყოფაც თქვენ შეგიძლიათ.
როდესაც დრო ასე ცოტა გვრჩება, დღეს, დღის წესრიგის ძირითად თემად შემოგვიგდეს, დარჩება თუ არა პრეზიდენტი პრეზიდენტის სასახლეში. საოცრად სამწუხაროა.“
კომენტარები