საქართველოში პროტესტის 29-ე დღეა – სპორტის სასახლესთან მარკეტერები, პიარ სპეციალისტები და დიზაინერები შეიკრიბნენ, რომლებიც ამ წუთებში თბილისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ.
ადამიანები, რომლებიც ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, პარლამენტისკენ მარშით დაიძრნენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ საჭიროა, “ქართული ოცნების” რეჟიმმა თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა დაკავებული, მათ შორის, გიორგი ოკმელაშვილი, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააპატიმრეს, გამოუშვას.
კომენტარები