შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი 42 წლის გიორგი ლელაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს.
“გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. იგი მეხანძრე-მაშველად 12 წელი მუშაობდა და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მისი ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.” – წერია შსს-ს განცხადებაში.
შსს ტრაგიკული გარდაცვალებიდან ამდენი დღის მერეც კი არ წერს, დაიწყო თუ არა გამოძიება, მოკვლეულ იქნა, თუ არა, მტკიცებულებები და შესაძლებელი იყო, თუ არა, წინასწარ გათვლა ნგრევის, შესაძლებელი იყო, თუ არა, ცეცხლმქრობი სამუშაოების ისე წარმოება, რომ მსხვერპლი არ მოჰყოლოდა.
კომენტარები