ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვები უქმდება.
დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარიული სამსახურის უფროსის მოადგილის, ანა გაგლოევას განცხადებით, იხსნება კაფე-რესტორნები, სასტუმროები, გასართობი ცენტრები და ბიბლიოთეკები.
ცხინვალის რეგიონში ამ დრომდე კოვიდინფიცირების 37 შემთხვევაა დადასტურებული. 30 მაისამდე დაკეტილია რუსეთთან ე.წ. საზღვარი.
კომენტარები