სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
,,ხუმრობის გარეშე, ივანიშვილზე პირადად და ოცნებაზე როგორც პოლიტიკურ პროექტზე რუსებს რამდენიმე მილიარდი აქვთ დახარჯული. კავშირები, რესურსები, სპეც სამსახურების მიერ შემუშავებული ოპერატიული გეგმები, აგენტები რომლებიც სხვა პროექტების ნაცვლად აქ ჩართეს და შედეგი ნული.
ძნელი სათქმელია, რა უფრო პრობლემურია ივანიშვილისთვის, ამერიკული სანქციები თუ გამწარებული პუტინი. რუსული პროექტი ჩავარდა, ივანიშვილმა უნიჭოდ ჩააფლავა დავალება. წესით, ივანიშვილს თამაშიდან გაიყვანენ, არასდროს სპეცსამსახურების ისტორიაში, ჩავარდნილ პროექტში ჩავარდნის მიზეზისთვის მეორე შანსი არ მიუციათ.”
კომენტარები