ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელი საცოლე თბილისში იმყოფება.
შარლოტა ჰელენი, რომელიც ასევე ჩოგბურთელია, გუშინ სასამართლოზეც გამოჩნდა, თუმცა მისი ვინაობის შესახებ მაშინ არავინ იცოდა და მედიისთვის ის შეუმჩნეველი დარჩა.
ბასილაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი ყვება, რომ ჩოგბურთელს ყოფილ მეუღლესთან, ნეკა დოროყაშვილთან ურთიერთობა სწორედ მას შემდეგ დაეძაბა, რაც შარლოტა გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა და უახლოეს ხანში, წყვილი ოფიციალურად დაქორწინებას გეგმავს.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანელი რჩეული ნათესავებსაც გააცნო, ვინაიდან მათი თქმით, წყვილი მალე დაქორწინებას აპირებს.
პრაიმტაიმი
კომენტარები