მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება. 18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.
კომენტარები