მომღერალ მერაბ სეფაშვილის მეუღლე ნინო ჯურხაძე იშემიური ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ის ცუდად რამდენიმე დღის წინ გახდა.
-გაუარესება რომ არ შეინიშნება, ექიმები თვლიან, რომ ნინო სტაბილურად არის, – განაცხადა გია გოგორიშვილმა „პრაიმტაიმთან”.
-მერაბს ძალიან ვუყვარვართ მეც და თავისი შვილებიც, ოჯახი საერთოდ. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მას ჩვენ გარეშე არ შეუძლია. არც ქალებში დადის. გვყავს შვილები და ისინი ჩვენი სიცოცხლე არიან – ნიკუშა და სანდრო. ძალიან მოსიყვარულე ბავშვები გვყავს. ისინი ჩემთან უფრო ახლოს არიან, არა იმიტომ, რომ დედა უფრო უყვართ, მერაბი სულ წასულია, – უყვებოდა „სარკეს” რამდენიმე წლის წინ ნინო ჯურხაძე.
– არის მომენტები, ცოტა ადრეულ სტადიაში, როცა პოპულარობა სირთულეს უკავშირდება, ცოლ-ქმრის ურთიერთობას ვგულისხმობ. პოპულარული ადამიანის ცხოვრების წესი ძალიან რთულია, ამდენად ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობაშიც ყოფილა დაძაბულობები, – ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბ სეფაშვილი.
კომენტარები