საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო თვითმმართველობის“ თავმჯდომარე გოგი ლორთქიფანიძე თენგიზ სიგუას გარდაცვალების შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟს ასე ეხმაურება:
„კაცო ის კაცი ცოცხალი რომ იყო, თქვენ სად იყავით, ვერ მიდით და ვერ მოთხოვეთ პასუხი თუ მკვდარი ვერ გეპასუხებათ და ….. ?
ე, მაშინ რომ “დახვრიტეს” იმათ ვეკითხები…
პ.ს.
პასუხი აშკარად ქონდა მოსათხოვი როგორც მას, ისე მთელ პოლიტიკურ პროცესებს რომლებიც მაშინ იწყებოდა და დღესაც გრძელდება…
პ.ს.ს.
ხოდა თუ ეგრეა და ეგეთი მაგრები ხართ .. დავსცხოთ ყველამ ფეისბუკზე და მოვითხოვოთ 1989-2019 წლების საქართველოს 30 წლიანი პოლიტიკური სიტუაციის შემფასებელი და სიმართლის დამდგენი კომისიის შექმნა და დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი..
ძნელია ხომ პატივცემულებო?
—————
პირველად სიმართლის დამდგენი კომისია 1974 წელს უგანდაში შეიქმნა და მისი მიზანი იყო ქვეყანაში 1971 წელს დამყარებული სამხედრო დიქტატურის პირველ წლებში მომხდარი ადამიანთა მასობრივი გაუჩინარების ფაქტების გამოძიება. სამწუხაროდ, კომისიის საქმიანობა შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა და 1986 წელს მეორე კომისიის შექმნა გახდა საჭირო.
სიმართლის დამდგენი კომისია ბოლივიაში (1982 წელს), არგენტინაში (1983 წელს), ჩილეში (1990 წელს), ელ-სალვადორში (1992 წელს), ჰაიტიში (1995 წელს), ეკვადორში (1996 წელს), გვატემალაში (1997 წელს), ურუგვაიში (2000 წელს), პანამაში (2001 წელს), პერუში (2001 წელს), პარაგვაიში (2004 წელს) და ჰონდურასში (2010 წელს).
აფრიკის კონტინენტზე, სამოქალაქო ომებისა და აპარტეიდის შემდეგ, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, დაიწყო სიმართლის დამდგენი კომისიების მეორე ტალღა: ჩადში (1990 წელს), სამხრეთ აფრიკაში (1995 წელს), რუანდაში (1999 წელს), ნიგერიაში (1999 წელს), სიერა ლეონეში (2002 წელს), განაში (2003 წელს), მაროკოში (2004 წელს), ლიბერიაში (2006 წელს), კენიასა (2009 წელს) და მავრიტანიაში (2012 წელს).
სიმართლის დამდგენი სამი კომისია ჩამოყალიბდა ევროპის კონტინენტზე. კერძოდ, ორი გერმანიაში 1992 და 1995 წლებში და ერთი – სერბეთსა და მონტენეგროში 2012 წელს.
სიმართლის დამდგენი კომისია ასევე შეიქმნა 2002 წელს ტიმორ ლესტეში, 2009 წელს სოლომონის კუნძულებზე და ორჯერ, 2000 და 2012 წლებში, სამხრეთ კორეაში.“
კომენტარები