მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ევროპაში კოვიდ19 სიტუაცია მეტ-ნაკლებად კონტროლის ქვეშაა და ქვეყნებიც გარკვეულად არბილებენ შეზღუდვებს. ამავდროულად ყველა ქვეყანა ცდილობს ეს დრო გამოიყენოს იმისათვის რომ უკეთ მომზადებული დახვდეს მეორე ტალღას შემოდგომაზე. ამისათვის:
ა)ქვეყნები ატარებენ სეროლოგიურ გამოკვლევს რომ გაიგონ როგორი იმუნური ფენაა უკვე შექმნილი და შესაბამისად გამოთვალონ რა სცენარები შეიძლება განვითარდეს შემოდგომაზე
ბ) ქვეყნები აკეთებენ გათვლებს რომელსაც აცნობენ მოსახლეობას და შესაბამისად მოსახლეობამაც იცის თუ რატომ გადაიდგმება ესა თუ ის ნაბიჯი მთავრობის მიერ, და მხოლოდ სიტყვას – ეს საჭიროა – არ სჯერდება. მაგალითად ესტონეთმა განაცხადა რომ თუკი შემთხვევების რაოდენობა 2 კვირის განმავლობაში საშუალოდ იქნება 25 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე, ქვეყანა კვლავ შემოიღებს საგანგებო მდგომარეობას (საქართველოსთვის ეს ციფრი მგონი უცნობია)
გ) ქვეყნები აკეთებენ გათვლებს თუ რა რაოდენობით დასჭირდებათ დამცავი საშუალებები და უკვე იწყებენ ამ მარაგების შევსებას. მაგალითად ფინეთმა დღეს გამოაცხადა რომ უკვეთავს დაახლოებით 9 მლნ პირბადეს, 1.5 მლნ რესპირატორს, 150 მლნ ხელთათმანს და 6 მლნ დამცავ ტანსაცმელს. ეს ინფორმაციაც ხელმისაწვდომია მოსახლეობისათვის (საქართველოსთვის მგონი ეს ციფრები უცნობია)
დ) ქვეყნები ასევე აცნობენ თავის მოსახლეობას თუ რამდენი საწოლი და მედპესონალია მეორე ტალღის დასახვედრად მზად, და ეს რაოდენობებიც ასევე სხვადასხვა სცენარისთვის არის გათვლილი.”
მოკლედ ციფრები და ციფრები…ასე ხდება მოსახლოების ნდობის გამყარება”
კომენტარები