„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მწერალი მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რა ამაზრზენი, ან მონური სულისკვეთების, ან ფარისევლური „ღვარძლით“ გასიებული, ანტიეროვნული ტელევიზიები გაგვაჩნია: მათი იდეოლოგია, რომ ევროპარლამენტის წევრმა ეს თქვა და ის გაიფიქრა, რომ არიქა, აი, იმათმა რომ თქვეს, ეს არის დაღუპვა და დაქცევა ჩვენი ცხოვრებისა და პოლიტიკისა, რომ, ევროპარლამენტარებს ჩვენი სიკეთე სურთ და ეს ხელისუფლება პუტინის გზაზე ბილიკს ეძებს, რომ, ვაი, ვაი, რა გვეშველება, ისინი რომ ასე გვახასიათებენ და…
მე, თქვენი გამჩენისა რა ვთქვი, თქვე მართლა ანტიეროვნულებო, თქვე მართლა ფარისევლებო – მოღალატეებო, რას სჩადით, ქართველ ხალხს უგუნურებასა და სიდებილეს სწამებთ, ასულელებთ?.. ჩვენ რა, ჩვენი გონება და შეფასების უნარი არ გაგვაჩნია?.. ჩვენ რა, ჩვენი მეობა და სახელმწიფოებრივი შეგნება არ გვაქვს და ტყიურები ვართ?..
გამაგებინეთ, ხალხო, ჩვენ რა, ქართველობისა და თვითმყობადობის შეგრძნება დავკარგეთ?!
ვააახ, რა უკუღმართსა და გათახსირებული ჟამის მომსწრენი გავხდით და ბაიყუშებივით ვუსმენთ და ვუთმენთ ამ ფარისევლებს, ვერცხლზე გაყიდულებს, ვიღაც ავანტურისტი და ავადმყოფი ჟუნნალისტებისა და პოლიტიკოსების მახინჯ და პათოლოგიურ მოსაზრებებს… “
კომენტარები