ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში, წერს;
“1საპატრიარქოს გავლენიანი ფიგურანტები ღიად ილაშქრებენ ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის წინააღმდეგ, თავად საპატრიარქო კი საეჭვო დუმილს ამჯობინებს.
მეუფე საბა მრევლს ღიად მოუწოდებს უარი თქვან ჯერაც არ გამოგონილ ვაქცინაზე, იმ მოტივით, რომ დასავლეთი თურმე ჩვენზე აპირებს ვაქცინის გამოცდას.
მეუფე გიორგი ამბიონიდან ეთნიკურ შუღლს აღვივებს მარნეულში..
მეუფე ანტონი კი უფრო შორს მიდის და ამერიკას, ევროპას ღიად ადანაშაულებს ქართული ეკლესიის დისკრედიტაციაში. მეტიც, მიკიბ-მოკიბვის გარეშე ითხოვს ქვეყნის დასავლური არჩევანის გადახედვას და საამისოდ რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას.
საზოგადოებამ, პოლიტიკურმა კლასმა, მედიამ კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ პოზიციის საჯაროდ და მკაფიოდ დაფიქსირება საქართველოს საპატრიაქოსგან..
ასეთ დროს დუმილი თანხმობის ნიშანია და მეტიც, ნიშანი იმის რომ გავლენიანი ინსტიტუცია ღიად ილაშქრებს სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის წინააღდეგ”
კომენტარები