დღეს, უწყვეტი პროევროპული აქციის 51-ე დღეს, მოქალაქეები დედაქალაქსა თუ საქართველოს რეგიონებში აქციას გამართავენ. მოთხოვნა უცვლელია, უდანაშაულოდ დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.
17 იანვრის პროტესტების განრიგი:
თბილისი
14:00, გააგონე სიმართლე სახალხო რეჟიმის დამცველს! ირაკლი ფაღავას ქ. 6 (ავლაბარი)
19:00, მამების და შვილების მარში! რესპუბლიკის მოედანი
19:00, ვისაუბროთ კიდევ ერთხელ როგორ გაყალბდა არჩევნები! საზოგადოებრივ მაუწყებელთან
19:00, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ! საზოგადოებრივ მაუწყებელთან
21:00, საჯარო დისკუსია. მარია რესა – “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” ცისფერი გალერეის წინ
ქუთაისი
19:00, კი ევროპას, არა რუსეთს! მერიის წინ
ბათუმი
19:00, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 51-ე დღე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი
17:00, წინააღმდეგობის 51-ე დღე ზუგდიდში! სამხარეო ადმინისტრაცია
თელავი
18:00, საპროტესტო აქცია, მერია
კომენტარები