„ქართული ოცნების“ ბრძოლა ივანიშვილის ფულის გადასარჩენად – კიდევ ერთი ახალი რაუნდი დაიწყო.
ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები შვეიცარიული ბანკის “Julius Baer”-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ამ განცხადების კვალდაკვალ „ოცნების“ წევრები თუ მათი ანალიტიკოსები ერთმანეთის მსფავს განცხადებას აკეთებენ
მამუკა მდინარაძე:
„მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ ისაუბრა „დიფ სთეითზე”, უფრო გაშალა ეს თემა ქართული და არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისათვის, ბევრი დამატებითი დეტალი გახადა ცნობილი, ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაცია არაფრად ჩაეგდოთ, გაენადგურებინათ, ოღონდ დასაჯონ საქართველო, დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკური შანტაჟი მოუწყონ საქართველოსაც და ბიძინა ივანიშვილსაც.
ბუნებრივია, დასკვნის გამოტანა არავის გვიჭირს, მარტივი ამბავია – ერთი ბანკი გაანადგურეს ერთი ადამიანის შანტაჟისთვის, რომელმაც თავისი ქვეყანა არ გასწირა და ეს პირადი შანტაჟი არ გადავიდა ქვეყანაზე, უარყოფითად არ აისახა და მყარად დაუდგა წინ ამ ყველაფერს. უკვე მას შემდეგ, რაც “დიფ სთეითზე” დეტალურად ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი გადაწყვიტეს მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე. რაც უნდა შვეიცარიული ბანკები გაანადგურონ, ეს ადამიანი, როგორც ჩანს, მათ ვერ გაიცნეს – ადამიანმა თავის დროზე გადადო საკუთარი თავი სამშობლოსთვის და ფულით დაშანტაჟება, ბუნებრივია, მასთან ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს”
კომენტარები