ბისნესმენ ზაზა ოქუაშვილის დაფუძნებულმა კომპანიებმა ტელეკომპანია მთავარი არხის აქციების 40% შეისყიდეს.
მთავარი არხის აქციების 39% იყიდა ლონდონში რეგისტრირებულმა კომპანიამ BGIM ltd, რომელიც ოქუაშვილის დაფუძნებულია. ამასთან, ოქუაშვილის ქართულმა კომპანიებმა არხის 1%-იანი წილი გადაიბარეს.
გარდა ამისა, არხის აქციების 37%-იანი წილი უკრაინის მოქალაქე ბაკურ ჯახაიამ შეისყიდა.
ამჟამად ტელეკომპანიის წილები ასე ნაწილდება: ზაზა ოქუაშვილის კომპანიები ფლობენ 40%-იან წილს, ბაკურ ჯახაია – 37%-ს, 12%-ს ფლობს ნიკა გვარამია, გიორგი რურუა და მარი ანა რურუა 2.5-2.5%-ს ფლობენ, 3% ნიკოლოზ სისაურის მფლობელობაშია, 2% საქართველოს უნივერსიტეტის, ხოლო 1% – თეიმურაზ ვასილიძის.
ტაბულა
კომენტარები