განათლების დამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ფერაძე სკოლის დირექტორთა მხილებას იწყებს:
,,ვიწყებ თბილისის იმ საჯარო სკოლების დირექტორების გასაჯაროებას, სადაც ჩემი ჩატარებული კვლევით ნეპოტიზმია, ტარდება ფორმალური ე.წ. კონკურსები და ე.წ. ვაკანსიები ივსება კანონდარღვევით. გააცანით ეს ხალხი მთელ საქართველოს. ეს სკოლებია:
სსიპ – ქალაქ თბილისის №115 საჯარო სკოლა, დირექტორი – თამარ ხუბაშვილი;
სსიპ – ქალაქ თბილისის №161 საჯარო სკოლა, დირექტორი – თორნიკე გვენეტაძე;
სსიპ – ქალაქ თბილისის №30 საჯარო სკოლა, დირექტორი – მარიამ გოგოჭური;
სსიპ – სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის №54 საჯარო სკოლა, დირექტორი – ქეთევან ჩოქური;
სსიპ – ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლა – დირექტორი – ლია მერებაშვილი.
ამ სკოლებში არსებულ სხვა დარღვევებსაც შევისწავლი.
ასევე ვაგრძელებ სხვა სკოლებში ამ ეტაპზე გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურსების უშუალო დაკვირვებას და ნეპოტიზმის მცირე გამოვლენის შემთხვევაშიც გავასაჯაროვებ დირექტორთა ვინაობას.”
კომენტარები