სამხრეთ უელსში ლამებს საჭმლით სავსე ამანათები მიაქვთ იმ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც კორონავირუსული პანდემიის გამო ინფიცირების ყველაზე დიდ რისკში იმყოფებიან – საუბარია, ხანდაზმულ ადამიანებზე. ლამა სახელად, მაქსი მოგზაურობს პემბროქშირის გარშემო და აუცილებელი ნივთები საკვებ პროდუქტებთან ერთად მიაქვს მოქალაქეებთან.
ცხოველისთვის მოქალაქეების დახმარება უცხო არაა, რადგან იგი ძალზე ხშირად ემსახურება ტურისტებს და გადაჰყავს სხვადასხვა ლოკაციებზე. კარანტინის დროს მას აგრეთვე მძიმე ტვირთის ტარებაც შეუძლია, რაშიც მას ადგილობრივი მოქალაქეები ეხმარებიან. მის მიერ მოქალაქეების დახამრების ფაქტი კი სოციალურ ქსელ იუთუბზე გავრცელდა.
კომენტარები