„კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
„ამხელა წარმატება აქვს უკრაინაში, მილიარდები შეაქვს – 18 მილიარდი და ჩვენთან, როგორც დამნაშავეს, ისე დევნიან, ყველა პოლიტპატიმარია, სააკაშვილის გარდა???? ნონსენსია და მართლა სირცხვილია, დავინტერესდი, მაჩვენეთ, რა წერია სტრასბურგის დასკვნაში-მეთქი?! არც არაფერი! გამოიტანოს წულუკიანმა და გვაჩვენოს, სიტყვაზე რატომ უნდა ვენდოთ??? გამოაქვეყნოს, აბა, მაგრამ რას გამოაქვეყნებს, რაც არ არსებობს?! იმას მაინც თუ ხვდებიან (უფრო სწორად, ზუსტადაც ხვდებიან), რომ მტრის – ოკუპანტის წისქვილზე ასხამს წყალს ყოფილი პრეზიდენტის – სააკაშვილის დევნა და პუტინს ეკეკლუცებიან ამით, ეს კი ჩვენი – ტერიტორიებწაგლეჯილი საქართველოსთვის, სახელმწიფოსთვის ცუდია, ძალიან ცუდი!!!!! შეწყდეს სააკაშვილის პოლიტიკური დევნა!“
კომენტარები