სანდრა რულოვსი პრემიერ მინისტრად შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა:
“არ ვიცი, ეს ინფორმაცია რეალურია თუ ტყუილი, მაგრამ თუ პრემიერ-მინისტრი გავხდები ყველა მოსახლეს 600 ლარს დავურიგებ, რაც ეკუთვნით ერთ ჯერადად. ხაზს ვუსვამ ერთჯერადი დახმარება იქნება მხოლოდ. მე გული მტკივა დღეს რაც ხდება სრულიად საქართველოში და ვეძებ გზას თუ როგორ დავეხმარო გაჭირვებულ ხალხს. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ფულადი სახის დახმარებას. არ არის სამუშაოები და მათ არსებობა სჭირდებათ.
უხილავმა მტერმა მსოფლიო უკან დაწია, მაგრამ რაც დღეს საქართველოში ხდება – შიმშილობა არცერთ ქვეყანაში არ არის. დროა მთავრობა ხალხს დაეხმაროს.”
TIMESNEWS.GE
კომენტარები