სახალხო ყრილობის წევრებს სჯეროდათ, რომ ნინო ბურჯანაძე იყო ადამიანი, რომელიც არასდროს შეურიგდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს გიგი უგულავას მისტიროდა, გამოუშვებდნენ თუ არა ციხიდან, – ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ლუკა კურტანიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს:
„ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერს კადრულობს პოლიტიკური „ელიტა“, რომელსაც სურს, რომ ყველაფრის მცოდნე და პოლიტიკური მოვლენების წამმართველი იყოს.
დღეს ის ადამიანები ერთიანდებიან, რომლებიც ერთმანეთს ოჯახის წევრებს დაპატიმრებით და ღირსების აყრით ემუქრებოდნენ. დღეს ერთ მაგიდასთან სხედან, ერთ საბრძოლო ოპოზიციურ გაერთიანებად წარმოგვიდგებიან, რომლებიც ერთმანეთს იცავენ.
ეს ყველაფერი მარაზმია. ყველა ის ადამიანი, რომელიც მაშინ გაერთიანებული ვიყავით, გაოგნებულები და მათი ცვლილებით გაოცებულები ვართ.
ნინო ბურჯანაძეზე და გუბაზ სანიკიძეზე მეტ პატივს „ნაციონალური მოძრაობის“ იმ მხარდამჭერებს ვცემ, რომელთაც მართლაც სჯერათ, რომ სააკაშვილი არის მესია, არის მათი მამა-მარჩენალი და ქვეყნის გადამრჩენი.
გუბაზ სანიკიძე მაშინ, 26 მაისის წინა დღეებში გაიპარა საბრძოლო ველიდან და მისი ბრძოლა 26 მაისს არავის უნახავს, არც იქ ყოფილა.
მე მას მაშინ პირადად ვთხოვდი, ბრძოლაში ბოლომდე გამოგვყოლოდნენ, მაგრამ ისე გაეცალნენ მაშინ სახალხო კრებას და ბოლო დღეების ბრძოლას, რომ არსად არავის უნახავს.
მაინტერესებს, დღეს ბურჯანაძე და უგულავა როგორ მივიდნენ რუსთაველზე, იმ ადგილზე, სადაც ტრაგედია მოხდა.
ამის გამო, ნინო ბურჯანაძეს უნდა რცხვენოდეს. მაშინ ათასობით ადამიანი დასახიჩრდა, დაიხოცნენ, მოკლეს, თვითონ და თავისი ოჯახის წევრები კი არ დაზარალებულან.
ყველაფერი შეიძლება ქალბატონი ნინოსთვის მეპატიებინა, მაგრამ ამ მდგომარეობას მე ვერ ვაპატიებ. ყველა მეთოდი ბრძოლის მოსაგებად გამართლებული არ არის.
საქართველო ეროვნულ ემოციებზე აგებული ქვეყანაა და იქ არ გაქვს ასეთი ნაბიჯების გადადგმის უფლება.
ის ადამიანები არ ვაპატიებთ, რომლებმაც სისხლი დავღვარეთ, ეს იყო მართალი ბრძოლა“
კომენტარები