საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულის პლაზმის გამოყენებამ ცალსახა დადებითი შედეგი 1 შემთხვევაში გამოიღო,- ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა:
„ჯერჯერობით ერთ პაციენტთან გამოიღო ცალსახად დადებითი შედეგი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ვირუსი გაქრა, ხოლო მეორე პაციენტში, რომელიც განსაკუთრებით მძიმე იყო, სხვა მედიკამენტებით და სხვა საშუალებებით მკურნალობა იყო უშედეგო და მოსალოდნელი იყო ლეტალური ეფექტი, ჩვენ იქ გამოვიყენეთ ორჯერ, ორჯერ გადავასხით პლაზმა და არამარტო პლაზმა, ჩვენ იქ ასევე გამოვიყენეთ მეორე ინოვაციური მიდგომა, მედიკამენტი „ტოცილიზუმაბი”.
ეს პაციენტი არის ქალბატონი 83 წლის, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ამიტომ ჩვენ არ ვჩქარობთ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას.
ეს არ იქნება სწორი, როდესაც რამდენიმე დღეში საბოლოოდ გახდება ნათელი, ეს პაციენტი სტაბილურად წავიდა გაუმჯობესებისკენ, თუ ეს გაუმჯობესება იყო დროებითი და ის შეიძლება, კვლავ დამძიმდეს, ამის შემდეგ საბოლოო ანალიზის შედეგებს დავდებთ“
კომენტარები