სამოქალაქო აქტივისტი ირაკლ ჯანყარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს ფსევდო ”ჟრიამული” ზარზეიმით აღნიშნა, ქალბატონი იოსელიანის ნაცურმა კლასტერმა საზღვაო სააგენტოში, თურმე ჩვენი მეზღვაურების სერთიფიკატები ბრიტანეთმა აღიარაო !!! ინვოისების გამყალბებელი თამარიკო შენ არ გვპირდებოდი საერთაშორისო ნაოსნობას ??? ( პრემიერს ტყუილები, რომ ალაპარაკე) ამის მაგივრად კურსანტებს ფიზიკურ საფრთხეში აგდებ ჩამოწერილ გემზე ”კადეტით ვითომ წვრთნებს, რომ უტარებ”
სააგენტო 10 მილიონით ფინანსდება ბიუჯეტიდან და ამ თანხის 90% იოსელიან – აბაშიძის ”კლასტერის” ჯიბეში მიდის. 10 მილიონით ფინანსდება სააგენტო და ქვეყანას ერთი გემთმფლობელიც არ ჰყავს !!! თუმცა ”მადამ ინვოისი” ზღვა დაპირებებს იძლეოდა და ამის ნაცვლად ყოველ წელს ძვირდება ეგ თქვენი სერთიფიკატები, საზღვაო აკადემიაში კი სრული ვაქხანალია და უპერსპექტივობა სუფევს.
აკადემია ვარშალომიძის კადრებს აქვთ ხელში ჩაგდებული და ირაკლი შარაბიძეს სტუდენტები ნაციონალური მოძრაობის, პარტაქტივად ყავს გადაქცეული. საქმის კეთების ნაცვლად იოსელიანი დაკავებულია ქართული ოცნების მხარდამჭერების ბულინგით და ოცნების ლიდერების დისკრედიტაციით. ქალბატონი თამარი იმდენად შეიჭრა როლებში,რომ ბიუჯეტის ფლანგვის დასაფარად, ყოფნის თავხედობა და საჯარო ინფორმაციის განახლებასაც არ ახდენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. იცნობდეთ 2020 წლის არჩევნებში მთავარ ჩამშლელს ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩანერგილ გავლენის აგენტს.”
კომენტარები