“ინფო რუსთავის” დირექტორი, გიორგი ჩომახაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს კოსტავას გამზირზე გავიარე და დავინახე რომ ერთერთი კორპუსის ფანჯრის მინაზე, ფურცელზე დახატული დროშა იყო მიკრული. რაღაცნაირად მესიამოვნა, ვიფიქრე, მიუხედავად იმისა ალბათ დროშა არ ჰქონდა დახატა და მიაკრა მეთქი. მერე ვიფიქრე შემოვივლი მთელ ქალაქს და სადაც დავინახავ ყველა აივანს გადავიღებ თქო. ხო და მოვიარე ასე. მივადექი ერთ აივანს, კარგი დიდი დროშა ჰქონდა გამოკიდებული, რაღაცნაირად გამიხარდა, მოვემზადე ფოტოს გადასაღებად და უცებ …..
ნეტა არ დამენახა …. იღება ფანჯარა და ვიღაც ქალი იყურება აქეთ-იქით, გაფაციცებით ათვალიერებს მიმდებარე ტერიტორიას. ვიფიქრე შემამჩნია თქო და უკვე უნდა დამეწყო ახსნა, ქალბატონო უბრალოდ დროშისთვის მინდოდა გადაღება და სხვა არც არაფერი მქონია გაზრახვად თქო და მალევე მივხვდი რომ ვერ დამინახა …. რამდენიმე წამში ბრუნდება და ფანჯრიდან ნაგავი გადმოაგდო ……. აი ეგეთი ადამიანის არც გამოფენილი დროშა ვარგა და არც ყანწით დალეული სადღეგრძელო …. პატრიოტობა შენი ქვეყნის, ქალაქის, ეზოს და ირგვლივთმყოფთა სიყვარულსაც ნიშნავს ……. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!”
კომენტარები