ზუგდიდში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე პირი დააკავა. მათ ბრალად ედებათ მიცვალებულთა სახელით საპენსიო თანხის მისაკუთრება. დაკავებულებს შორის არიან ქალებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფმა 70 ათასი ლარი მიითვისა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკავების ფაქტი „პრაიმტაიმს“ დაუდასტურეს, თუმცა აქვე განმარტეს, რომ ამ ეტაპზე დაკავებულთა რაოდენობას ვერ დააკონკრეტებენ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე უწყება განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
კომენტარები