სოციალური ქსელის მომხმარებელი, მაია ბარამიძე, წერს:
“დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს ელენე ხუროშვილი. აი, ის, საფრანგეთში სამკურნალოდ წასული, ჩემთვის უცნობი ქალბატონი, ცოტა ხნის წინ რომ საქართველოში გადმოყვანას ვთხოვდით ხელისუფლებას… ვერ მოვასწარით და მერე გადმოსვენება ვითხოვეთ.
ახლა ვიცი, რომ ელენე მასწავლებელი იყო, საუკეთესო მასწავლებელი, დედა, მეგობარი, ცოლი, შვილი… და, უბრალოდ, “კარგად წასაკითხი ადამიანი”…
მისი მეგობრებიც გავიცანი ვირტუალურად და კიდევ უფრო მეტკინა მისი ასე უდროოდ და ტკივილიანად წასვლა…
ამ პოსტით მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემი თხოვნის პირველივე წუთებიდანვე გულთან მიიტანა ელენეს ამბავი და ყველაფერი გააკეთა მის საქართველოში დასაბრუნებლად.
მადლობა ყველას, რომ ძალიან მოკლე დროში შეძელით დახმარებოდით ოჯახს და თქვენს თავზე აიღეთ ყველაფერი, რაც გადმოსვენებისთვის იყო საჭირო…
მე ვიცი ამ პროცესის ყველა დეტალი და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს.
საქართველოს მთავრობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საელჩო საფრანგეთში/Ambassade de Géorgie en France
Salome Zourabichvili
David Zalkaliani
Elene Xuroshvili ალალ იყოს შენს გამო ჩემი ცრემლი და მოკრძალებული მცდელობა შენს დასახმარებლად…”
კომენტარები