ეს იყო ძალიან სამარცხვინო ფურცელი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ, თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ჩაეშალათ და ამისთვის იყვნენ კავშირზე ჩვენი მტრის, რუსეთის სპეცსამსახურებთან,- ასე გამოეხმუარა „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს.
ამავე დროს, აქციის დაშლას თან ახლდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, სამწუხაროდ, მთლიანობაში ამ ყველაფერს მოჰყვა მსხვერპლი, დაიღუპნენ პოლიციელები და ასევე მოყვა ამ ყველაფერს მოქალაქეთა გარდაცვალება.
ამიტომ ტრაგედიის დღეა ეს ჩვენთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამგვარი დღეები საქართველოში არ განმეორდეს“
1ტვ
კომენტარები