თეა წულუკიანმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა:
შეხედეთ, როგორ ექცევიან იმ აბსოლუტურად ოდიოზურ პერსონას, როგორიც არის ვანო მერაბიშვილი. მისი ციხიდან გამოშვებისთვის იყვნენ დარაზმულები. რად არ შერაცხეს ის, როგორც ახლა შერაცხეს ოქრუაშვილი და სხვები – პოლიტიკური ნიშნით დაკავებულად, დაპატიმრებულად. და როდესაც ვერაფერს გახდნენ და ამ ადამიანმა ბოლომდე მოიხადა სასჯელი და სტრასბურგმაც თქვა, რომ იქ ერთი პატარა პრობლემა არის, რატომ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი ღამით საკნიდან გაყვანილი, თუ ასეთი იყო, თქვა რომ პოლიტიკური ნიშნით არ ყოფილა ეს ადამიანი ციხეშიო. გამოვიდა ბოლოს ეს მათთვის ნანატრი ვანო ციხიდან. ახლა ამბობენ: „მე არ მინდა, შენი იყო“, „მე არ ინდა, იმისი იყოს“ და ამ ადამიანს რეალურად აპამპულავებენ, რომლის გარეთ ყოფნისთვისაც თავი მოიკლეს ვითომ…
ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი თავის სრცხვენია და უნდა, რომ საზოგადოებას მათი მმარველობის შეცდომები დაავიწყდეს.”
კომენტარები