პრემიერ-მინისტრი პარლამენტს კორონავირუსთან გამკლავების შესახებ ანგარიშს წარუდგენს.
ის დეპუტატებს კრიზისის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს განუმარტავს. მთავრობის მეთაურთან ერთად პარლამენტში იქნებიან მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. მმართველ გუნდს COVID19-ის მეორე ტალღის შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა აინტერესებს. ოპოზიცია, კი მწვავე დებატებს აანონსებს.
პრემიერი პარლამენტში 29 მაისსაც მივა. ამჯერად, ინტერპელაციის წესით. კიდევ ერთი ვიზიტი პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში ივნისში უწევს. ეს იქნება გიორგი გახარიას პირველი წლიური ანგარიში პრემიერის რანგში.
კომენტარები