ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 18 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 693 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
სულ შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 1 725 275 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 479 969 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 100 572 კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
კომენტარები