პირველი ივნისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ღია სივრცის მქონე რესტორნები. 8 ივნისიდან რესტორნებში გაიხსნება ყველა სახის მომსახურება. ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 8 ივნისიდან გაიხსნება მხოლოდ ის სასტუმროები, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამისნისტროს შესაბამისი შემოწმება და ექნებათ კონკრეტული სახის ნებართვა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის – მეტრო.
კომენტარები