ხის მასალით დამზადებული კარ–ფანჯრა სჯობს, თუ მეტალოპლასტმასით?
მოდი, მე ორივეს დადებით და უარყოფით მხარეებს ჩამოვთვლი და თავად გადაწყვიტე.
ხე ბუნებრივი საშუალებაა და ძვირადღირებული. იგი წყლისგან, ნესტისგან დაუცველია და დროთა განმავლობაში ლპება.
მეტალოპასტმასის კარ–ფანჯარა საერთაშორისო სტანდარტებით, ხარისხიანი პლასტმასით მზადდება, ამ წესით დამზადებული პლასტმასი იმდენად უსაფრთხოა, ეკლოგიურად იმდენად სუფთაა, რომ საკვები პროდუქტებისთვისაც კი გამოიყენებენა, მაგალითად წყლის, ან წვენისთვის, ან საკვები პროდუქტების კონტეინერების სახით. მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯარა ნესტგამძლეა, წყალგამძლე და ბევრად დიდხანს ძლებს, ვიდრე – ხე.
ხის მასალაზე ნებისმიერი გარემო პირობები მოქმედებს, მათ შორის, მზის ულტრაიისფერი დასხივება.
მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯარაზე ულტრაიისფერი გამოსხივება არ მოქმედებს, იგი არ იცვლის ფერს, მდგრადობას, ზომას მზის სხივების შედეგად. მაგალითად, თეთრი ფერის მეტალო–პლასტმასის ფანჯარა ათელობით წელი ინარჩუნებს ფერს.
სუნთქვას, თუ არა, მეტალოპლასტმასის ფანჯარა?
ანუ, სიცივეს, სიცხეს, ქარს, ყინვას ატარებს, თუ არა? – არა. თუ ის კედელს მჭიდროდაა მორგებული, მაქსიმალურად ჰერმეტულია, არც ყინვა შემოდის, არც ქარი ქრის ფანჯრიდან და არც სიცხე შემოდის ზაფხულში, როცა სახლი ეს–ესაა ძლივს გააგრილე. იგი გიცავს ასევე ქუჩის, თუ ეზოს ხმაურისგან.
განხსვავებით ხის კარ–ფანჯრისგან, რომელიც როგორც კარგად უნდა იყოს მორგებული სახლს, როგორ მჭიდროდაც უნდა დახურო, მაინც შემოდის ხმაური ეზოდან, ქუჩიდან, შეიძლება ვერ ხედავდე ღრიჭოებს, მაგრამ, ფანჯარასთან თუ დადგები, გრძნობ, საიდანღაც როგორ უბერავს, ზაფხულში სიცხე შემოდის დახურული კარ–ფანჯრიდან და ზაფხულში სიცივე.
ახლა გავიაზროთ, რისთვის გვჭირდება კარი და ფანჯარა? – პირველ რიგში, დაცულობისთვის, მერე სიმყუდროვისთვის, სახლის მტვრისგან, სიცივისა და სიცხისგან დასაცავად. ასევე, საჭირო მომენტში, გასაღებად. უკვე არსებობს ერთი კარგი მეთოდი – განიავება და ახალი ველოსიპედის მოგონება რა საჭიროა? ან მაშინ განიავება, როცა არ მსურს განიავება – საჭიროა განა?
ვსუნთქავ მე, და მე უნდა გადავწყვიტო, როდის მინდა ფანჯრებიდან შემოვუშვა, თუ მზე, წვიმა, თუ ყინვა და რამდენჯერ, როგორ პირობებში გავანიავო სახლი.
ამბობენ, რომ მეტალო–პლასტმასის ფანჯრები მაგალითად, ყველა ერთნაირია და მწარედ სცდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე სხვადასხვა ფერი, განსხვავებული მოდელის ფანჯრებია წარმოდგენილი, მასალა საშუალებას გაძლევს, სხვა, ნებისმიერი რთული ფორმებიც ჩამოისხას და ლამინირდეს ნებისმიერ ფერად.
ბოლო პერიოდში მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრებს ხშირად იყენებენ დიდი სამშენებლო კომპნიები კორპუსების მშენებლობისას. ბევრი დადებითი თვისების გარდა, მას აქვს კიდევ ერთი თვისება, გამოირჩევა მაღალი ცეცხლგამძლეობით, ძალიან რთულად აალდება. თუ მაღალი ტემპერატურის წყარო, მაგალითად, ხანძარი, ჩაქრება, ის არ განაგრძობს ცეცხლმოკიდებულ წვას დამოუკიდებლად, გადადის დნობის სტადიაში.
დამატებითი ბონუსია წონა – იგი შედარებით მსუბურია და მისი ტრანსპორტირება და ინსტალაცია ამის გამო, ბევრად მარტივია.
აქვს თუ არა უარეყოფითი მხარე?
კი, ცხადია, უნაკლო არავინ და არაფერია. ერთია ის, რომ მუდმივი არც ისაა და ასე 50–60 წელში ერთხელ, გამოცვლას საჭიროებს. რამდენად დიდი ნაკლია, 50–60 წელში რომ სჭირდება გამოცვლა, ამის გადაწყვეტა შენთვის მომინდია.
მეორე – ვერ უძლებს ძლიერ დაწოლას, ეს იწვევს მის დეფორმაციას. მაგალითად, გაღებულ ფანჯარაზე არ არის სასურველი მძიმე ნივთი დაკიდო, ასევეა კარზეც. განსაკუთრებით საფრთხილოა მაშინ, როცა ღია მდგომარეობაშია. აი,რატომ შეიძლება ვინმეს მოუნდეს, გაღებულ ფანჯარაძე მძიმე ნივთი დაკიდოს, კი არ ვიცი, მაგრამ თურმე, ეგეთებიც ხდება.
როგორ უნდა მოვუაროთ?
მოსავლელად ყველაზე მარტივია, არათუ არ საჭიროებს ქიმიურ წმენდას, საერთოდ არაა მსგავსი წმენდა რეკომენდირებული. ტილო, სტანდარტული სარეცხი საშუალებები და მინის საწმენდი, სულ ესაა, რაც მის გასასუფთავებლადაა საჭირო. იწმინდება მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
არ დაგავიწყდეს, კატეგორიულად მიუღებელია სახელურის შემობრუნება, როცა ფანჯარა გადახრილია, ან ღია.
თუ ფანჯრის ან კარის სახელური რთულად გემორჩილება გაღება–დაკეტვისას, ნუ ეცდები მთელი ძალით დააწვე, ასე შეიძლება საკეტი მთლიანად მოიშალოს. სავარაუდოდ, მცირე პრობლემა აქვს და საჭიროებს შეკეთებას.
ასევე, ნუ დატოვებ ღია მდგომარეობაში ძლიერი ქარისას, მიუხედავად იმისა, ფიქსაციის რომელ წერტილი გაქვს დამაგრებული და რამდენი პროცენტითაა გადახრილი.
წელიწადში ერთხელ სასურველია დაიზეთოს ბოლტები, ანჯამები.
ალბათ ბევრს გინახავთ, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრებზე შერჩენილი შეფუთვა, რატომღაც, ადამიანებს ჰგონიათ, რომ შეფუთვას თუ არ მოაშორებენ მეტალოპლასტმატს, ბევრად დიდ ხნით მოემსახურება ის. არადა, პირიქით ხდება, შეფუთვის მასალა მჭიდროდ ეკვრის დროთა განმავლობაში ფანჯარას ან კარს, იგროვებს მტვერს, იცვლის ფერს, შემდეგ კი, მისი მოშორება უკვე რთულდება,
და მაინც, თუ რაიმე გაქვს მოსაშორებელი მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრიდან, არ გამოიყენო მჭრელი ნივთები, არ სცადო ზედაპირის გადაფხეკა.
ჩემ მეგობარს არ გაუძლო მეტალო–პლასტმასის ფანჯარამ 50 წელი, 5 თვე გაუძლო მხოლოდ, ან 5 დღე, არ ვიცით, გაზაფხულის ბოლოს დააყენა და ზამთრის დადგომასთან ერთად, სქელი ფარდების მიღმაც კი იგრძნობოდა, როგორ უბერავდა სუსხი ფანჯრიდან. ზაფხულშიც შემოდიოდა იქნებ, სიცხე, მაგრამ ასე არ იგრძნობოდა. მოიყვანა ხელოსანი, რომელმაც უთხრა, რომ, უკვე დაზიანებულია მთელი ფანჯარა და მთლიანად გამოსაცვლელია. დაუთვალა დემონტაჟის, მონტაჟის, ახალი ფანჯრის თანხა. „გადაარჩინა“ ერთი იმან, რომ იმ წამს ფული არ ჰქონდა და მეორე იმან, რომ მე მომიყვა და ვიცი რა, რომ მეტალოპლასტმასის ფანჯარა შეუძლებელია ასე მალე გააფუჭო, დაჟინებით ვთხოვე, სხვა ხელოსანი მოეყვანა.
არსებობს საიტი, სადაც პროფესიონალ ხელოსანთა ტელეფონის ნომრები და მონაცემებია თავმოყრილი, თან სპეციალობის მიხედვით, ანუ, არა ისე, რომ ერთი ყველაფრის ცოდნას იბრალებდეს. მეტალოპლასტმასზე ვინც მუშაობს მათთვის ცალკე განყოფილებაა შექმნილი. ამ სიიდან რამდენიმეს დავურეკე და პირველივე კითხვა მქონდა, შეიძლებოდა, თუ არა, ახალნაყიდ ფანჯარას დასჭირვებოდა დემონტაჟი? – მაშინ, როცა არც რამე დასცემია, არც გატეხილია და საკეტიც კარგად მუშაობს. ყველას გაუკვირდა და ყველას პასუხი იყო უარყოფითი. მეტიც, მეუბნებოდნენ, რომ საკეტის გაფუჭების გამოც კი, მთლიან ფანჯარას არავინ ცვლის.
ერთ–ერთი მათგანი, ვინც გვითხრა, რომ ახლოს იყო ტერიტორიულად და სწრაფად შეეძლო მოსვლა, გამოვიძახეთ. მოვიდა, ნახა, თქვა, რომ გარკვეული შეცდომები იყო მონტაჟისას დაშვებული, შეაკეთა, მოსული ვარ და თან დავზეთავო, ფანჯრის გამოსაცვლელად მობილიზებული ფულით, ჟალუზები შევუკვეთეთ, ისიც იდეალურად დაამზადა და ზაფხულისთვის, აივნისთვის ვიტრაჟებზეც შევთანხმდით.
მას შემდეგ, ბინაში სითბოს შენარჩუნებას ახერხეს უკვე მეგობარი, ცხადია, გათბობისთვის ნაკლებ ენერგიასაც მოიხმარს უკვე.
სხვათა შორის, აქვე ვიტყვი ბარემ, რომ თუ დიზაინი მოგწყინდა და შეცვლა გსურ, ეგაც კი შესაძლებელია, ისევე, როგორც ჩვეულებრივ ანჯამებზე გადაყვანა მეტალოპლასტმასის ფანჯრის. კარზეც იგივე პრინციპი მოქმედებს.
ასეა, პური უნდა აცხოს მეპურემ.
პროფესიონალი არც ზედმეტ ხარჯს გაგაწევინებს, არც ზედმეტ დროს დაგაკარგვინებს და ხარისხიანადაც მოგემსახურება.
შესაბამისად, თუ მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრის ჩასმა გადაწყვიტე, პირველი რითიც ირჩევ, ეს ნიშანია, რამდენად ჰყავს პროფესიონალი კადრი კომპანიას, მოგემსახურება თუ არა მონტაჟით, შემდგომში, რამე რომ დაგჭირდეს, შეკეთებით და რამდენად ხარისხიანად.
და ორი უცვლელი კითხვა:
–როგორ ვიპოვო პროფესიონალი ხელოსანი?
–ხო, პროფესიონალთა ექსპერტებად არავინ დავიბადეთ, ასე ერთი სიტყვით, ცხადია, ვერ მიხვდები, ამიტომ, იმ ადამიანთა გამოცდილებას ვეყრდნობი, მე პირადად, ვინც უკვე ისარგებლა მათი მომსახურებით, ამ შემთხვევაში, კომენტარებს, სადაც ადამიანები წერენ, მათ როგორ მოემსახურა ესა თუ ის ხელოსანი. მეც ვტოვებ ხოლმე რეკომენდაციას, რათა სხვასაც გამოადგეს და გაუადვილდეს შერჩევა.
–და მეორე უცვლელი კითხვაა: რა ღირს?
–ფასი დამოკიდებულია შესასრულებელ სამუშაოზე, შესაკეთებელია, თუ შესაცვლელი? იქნებ, მხოლოდ მწერებისგან დასაცავი ბადე გინდა დაამატო? იქნებ, ჟალუზი, ან იქნებ, აივნისთვის დიდი ვიტრაჟი გინდა? რა ზომის გჭირდება, რა დიზაინით, რა ფერით?
და ბოლოს, თავდაცვის კიდევ ერთ მექანიზმს გასწავლი, იცოდი, რომ კარგი ხელოსანი, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრის ჩასმაშიც გარანტიით გემსახურებათ? ცხადია, ვერ იქნება პასუხისმგებელი თუ გატეხავ, თუ გაღებულ ფანჯარაზე რაიმე ძალიან მძიმეს ჩამოკიდებ და დეფორმირდება და მსგავსს დაზიანებებზე, მაგრამ პროფესიონალი ხელოსანი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ხარისხიანად მუშაობს, უარს არასოდეს ამბობს გარანტიაზე.
იმ ხელოსანს კი, ვინც ჩემს მეგობარს 5 თვის წინ შეძენილ კარ–ფანჯარაზე ეუბნებოდა, მთლიანად გამოსაცვლელიაო, დემონტაჟის, მონტაჟის და ახალი კარ–ფანჯრის ჩასმას რომ სთხოვდა, დავურეკეთ, მოსვლა ვთხოვეთ, რათა დამჯდარიყო, დამდგარიყო და ეყურებინა, როგორ ასწორებს პროფესიონალი ხარვეზებს და არ ითხოვს იმის შეცვლას, რაც არცაა შესასცვლელი, იქნებ, რამე ესწავლა, მაგრამ რატომღაც არ მოვიდა, რა უცნაურია.
იმისთვისაც გვინდოდა დაგვერეკა და იგივე შეგვეთავაზებინა, ვინც 5 თვის წინ პირველად დააყენა ფანჯარა და თურმე, საკმაოდ უხარისხოდ, მაგრამ მისი ნომერი არ ჰქონდა ჩემს მეგობარს, როგორც ბევრი იქცევა ხოლმე, სადღაც, პრაქტიკულად, ქუჩაში დაიქირავა.
(R)
კომენტარები