საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტთან აქცია-პერფორმანსით დახვდნენ.
მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტები შენობის შესასვლელთან შეიკრიბნენ და პრემიერს 20 ივნისის სისხლიანი ღამე შეახსენეს.
მათი თქმით “გახარიას ხელები სისხლიანია”.
„როდესაც დღეს გიორგი გახარია პარლამენტში მოდის, უნდა იცოდეს, რომ მისი ხელები არის ახალგაზრდების სისხლით მოფენილი“, – აცხადებენ “შეცვალეს” წევრები.
მათ ადგილზე შემდეგი შინაარსის ბანერები მიიტანეს: “გვახსოვს კოლაბორაციონიზმი”, “დაუსჯელი პოლიცია”, “დასჯილი აქტივისტები”.
კომენტარები