კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვები 29 მაისიდან, ზოგი 1 ივნისიდან და რამდენიმეც 8 ივნისიდან იხსნება.
შეზუდვების სია, რომლებიც ჯერ არ იხსნება რჩება
1.საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა;
2. საგანმანათლებლო დაწესებულებები;
3. სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები დახურული რჩება;
4. ტაქსებში 3 ადამიანზე მეტის ყოფნა ისევ აკრძალულია;
5. სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღინისძიებების ჩატარება;
6. აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით;
7. დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში, და სოციალური დისტანციის დაცვა;
8. იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა
როგორც ჩანს, ბოლო პუნქტი – 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა დიდხანს გასტანს – გუშინ თეა წულუკიანმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც 15 ივლისამდე ქორწინების რეგისტრაციაზე დასწრების უფლება მოწმეებს, მშობლებს და ფოტოგრაფს აქვს მხოლოდ, ხოლო ამირან გამყრელიძის თქმით, წელს მხოლოდ 10 კაციანი ქორწილები უნდა დავგეგმოთ.
კომენტარები