კახა კუკავა და მისი პარტიის წევრები დღეს 11 საათზე ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის მოთხოვნით აქციის ჩატარებას აპირებდნენ. თუმცა, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ 29 ივნისიდან საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
„დილით მთავრობამ გამოაცხადა, რომ ტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქში 29 მაისიდან აღდგება. ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, აქედან გამომდინარე, შარზე არ ვართ და აქცია გადავდეთ.
შეიძლება საზოგადოებამ იდაოს, რომ ჯობდა შეზღუდვები უფრო ადრე, ან გვიან მოეხსნათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მთავრობის ერთადერთი იშვიათი დადებითი თვისებაა, რომ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს ანგარიშს უწევს.
როგორც მოქალაქე და პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვაპირებ რომ არსებულ კანონს დავემორჩილო, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ზომები დასაბუთებული არ არის.
აქ ექიმების კომპეტენციის კითხვის ნიშნის დაყენებაც შეიძლება.
ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ექიმები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ პირბადე უნდა გაგვეკეთებინა სამი თვის წინ დილიდან საღამომდე 3-3 გადაცემაში ისხდნენ და გვიმტკიცებდნენ, რომ პირბადის გამოყენება საერთოდ არ იყო საჭირო, თუ ინფიცირებული არ ხარ.
აქედან გამომდინარე, ამას სამედიცინო დასაბუთება სულ არ აქვს და დამამშვიდებელი ხასიათი აქვს, თითქოს თუ პირბადე გიკეთია, დაცული ხარ“
კომენტარები