პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე:
“თავიდან პრევენციული თვალსაზრისით ჯარიმებმა ძალიან კარგად იმუშავა. ჩვენ გვაქვს ორი მიმართულებით პრობლემა: ერთი, რომ ძალიან გაუჭირდებათ გადახდა და რაღაც უნდა მოვიფიქროთ, მაგრამ მეორე გამოწვევა არის ის, რომ მეორე ტალღას როდესაც ელოდება ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ და მთელი მსოფლიო, უკვე დღეს თუ ესე მარტივად ჩამოიწერება ეს ჯარიმები, ხვალ ადამიანები იფიქრებენ, რომ თუ ახალ ჯარიმას დააწესებ, სულ რომ 10 ან 100 ათასი ლარი იყოს, იმასაც მოუხსნიან და პრევენციულად შეიძლება ამან არ იმუშაოს და დამღუპველი იყოს.
ეს გარკვეულწილად ჩიხური სიტუაციაა, თუმცა გამოსავალი უნდა მოიძებნოს.”
კომენტარები